სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მოკლული 8 თვის ბავშვის მამა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო. აღნიშნულ საკითხს ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.

    "არ მინდოდა ამ თემაზე რამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ახლა რომ აცხადებენ, გარდაცვლილი ბავშვის მამა უნდა დააპატიმრონ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვისო, მიჩნდება ლოგიკური შეკითხვები:

    - იცოდა თუ არა სკოლამ, რომ მოსწავლე გათხოვდა და ბავშვიც გააჩინა?

    - იცოდა თუ არა აღაიანში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა თანასოფლელის დაოჯახების შესახებ?

    შეკითხვაზე, - იცოდა თუ არა იმ სამშობიაროს პერსონალმა, სადაც ბავშვი გაჩნდა, რომ მშობიარე არასრულწლოვანი იყო? - პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რასაკვირველია, იცოდა!

    ჰოდა, პრობლემა სისტემურია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ამ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის დაპატიმრება და ხანგრძლივად ციხეში გამოკეტვა არ არის გამოსავალი!

    ეს ტრაგედია საკუთარი ძალმოსილების დემონსტრირებისთვის კი არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ, არამედ კარგად უნდა დაფიქრდეს და ისე ააწყოს სისტემა, რომ მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ არ ავტეხოთ ვაი-უშველებელი.

    ეს ერთი ფაქტი არც იმის განზოგადებისთვის გამოდგება, რომ ყველა არასრულწლოვანი დედა პოტენციური შურისმაძიებელი და მკვლელია.

    თუ ამ ტრაგედიამ არაფერი გვასწავლა, შეურაცხყოფას მაინც ნუ მივაყენებთ იმ დედებს, რომლებსაც ერთ მხარეს ჩვილი ეწვინათ, მეორე მხარეს კი თოჯინა, და კარგი შვილებიც გაზარდეს.

    ეს ვიშვიში და თავზე ნაცრის წაყრაც არ არის საჭირო, - ტრაგედია ყველგან ხდება. მთავარია, რამდენად გავითვალისწინებთ და რას ვისწავლით ამ მძიმე ტრაგედიით მიღებული მწარე გაკვეთილიდან", - წერს ბონდო მძინარაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    lile   (26.05.2019)
    ar getanxmebi lia ,radgan ise laparakob rogorc lgbt s aqtivisti zustad isini axdenen gamoziebaze zewolas ,ginda tu ara qmaric daichireto, isic sakitxavia eg satanebi xom ar arian gareuli am danashaulshiii?

    მედეა   (25.05.2019)
    როგორც უმეტეს შემთხვევაში, ახლაც სწორს წერთ, ბატონო ბონდო. ისედაც დიდი ტრაგედიის მქონე 20 წლის ულამაზესი სპორტსმენი ბიჭი --თვითმკვლელობამდე არ მივიყვანოთ პატიმრობის შიშის გამო. ცოლის ასეთი მუხანათური ღალატი და პირველი საყვარელი შვილის სიკვდილი---რამოდენა სასჯელია 20 წლის უმწიფარი ბიჭისთვის, კიდევ კანონით დასჯა (რასაც იმსახურებს, ეს ტრამვა რომ არ მომხდარიყო) --მეტისმეტი გაუმართლებელი ს ი მ კ ა ც რ ე ა და ჩემი აზრით --მიუღებელიც. ახლა მას მხარში დგომა, გამხნევება და ფხიზლად დარაჯობა ესაჭიროება და არა სასამართლოზე სირბილი. ნამდვილად დიდი შეცდომა მოუვიდა, როცა წლოვანებაც არ იკითხა, სახლში შემოსული გოგონასი და დაარღვია კანონი, მაგრამ ეს საშინელება, რაც მას თავს დაატყდა ახლა ---გადაწონის იმ დანაშაულის სიმძიმეს.

    lia   (25.05.2019)
    ar getanxmebi natia da ai ratom. vtqvat gogo chaujda ojaxshi rogorc wert xom icoda rom mcirewlovani gogo iyo ratom daitoves da ratom dadidoda gogo isev skolashi ? an ratom ar gaikitxes da ratom dumda yvela? an ratom chaacivda vistan saubrobda an mesijobda ? ratom echvianobda gogostan da kamerebtan angelozi qmris rols tamashobda . fexmzime qali isedac rtuli fiziologiuri cvlilebebitaa datvirtuli da amas emateboda ojaxuri datvirtva da stresebi. ar var fsiqologi magram mecodeba chamouyalibebeli qalis es tragikuli istoria rasac mtkicebulebis gareshe ver vityvit isaa tu ara mkvleli. mlvleli ki yvelaa ojaxida meuglidan axloblebidan dawyebuli yvela vinc icoda da ar tqva droulad rac icoda da ar daexmara patarebs ojaxis shenarchunebashi rom aaraferi vtqva am patars sicocxlis xelyofaze. mjera araa marto es gogo mkvleli da damnashave orivem unda agos pasuxi pataras sicocxlis xelyofis gamo

    გალელი   (24.05.2019)
    დაბადებულა მეორე პაპიძე.

    ნათი   (24.05.2019)
    გეთანხმებით კომენტარში.მამა რომელიც ყოველმხრივ დაზარალებულია შეიძლება დაიჭიროთ? რას ეძახით ძალადობას? სად იყო ძალადობა? თავად ჩაუჯდა ოჯახში, თავს მოვიკლავ და ა.შ. ხელი ბიჭს არც დაუკარების სანამ მისი ახლობლები არ მოვიდნენ,რატომ არ წაიყვანეს?რატომ დარჩა თვითონაც?აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და გამწარებული მამის დაჭერით რას მიაღწევთ?ადრე უნდა მომხდარიყო რეაგირება,ეხლა უკვე ამ შემთხვევაში გვიანია.მამას კი ნამდვილად არ ეკუთვნის ციხე,მკვლელს კი-სამუდამო,პატარას ვეძახით და სხვა კაცის გამო შვილის გამეტებას ხომ მოფიქრება უნდა?მაშინ ზრდასული არ არის ხომ?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved