სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

    11 წლის ბიჭი რუსთავის პარკში 3 მოზარდთან ერთად იმყოფებოდა, აქედან ერთ-ერთი მისი ტყუპისცალი ძმა იყო. არსებული ინფორმაციით მოზარდმა ტბაში შეცურა და გამოსვლა ვერარ შეძლო. 

    როგორც "ინფო რუსთავს" დღეს პარკში მორიგე დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, სწორედ გარდაცვლილის ძმამ შეატყობინა დაცვისა და სამაშველო სამსახურებს ბავშვის გაუჩინარების შესახებ, რის შემდეგაც 11 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები დაიწყო. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის თანმხლებმა ბავშვებმა თავდაპირველად დამალეს, რომ მოზარდი წყლიდან არ ამოსულა, ამიტომაც მისი ძებნა პარკის ტერიტორიაზე დაიწყეს, მელევე კი მაშველებმა ბავშვის ძებნა წყლის სიღრმეში გააგრძელეს. მაშველის განცხადებით, მათი სამსახური ტბის პერიმეტრზე გადაადგილდებოდა, თუმცა არანაირი ინცინდენტი არ შეუნიშნავთ და მათთვის დახმარების თხოვნითაც არავის მიუმართავს მანამ, სანამ ბავშვის გაუჩინარების შესახებ არ გაიგეს.

    დაცვისა და მაშველების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც 11 წლის ბიჭი ერთ-ერთმა მაშველმა ტბაში უგონო მდგომარეობაში ნახა.

    რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგიძის განცხადებით, მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყოს. მისივე ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved