სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“-ს დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში ფერეიდნელი ქართველების განცხადებას აქვეყნებს:

    "ჩვენ საქართველოში მცხოვრებ ფერეიდნელ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას (და არა მარტო საქართველოში მცხოვრები) გვსურს გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია საქართველოში ამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიზიარებთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას და ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის გათვალისწინებით (მუხლი10 ) ვაცხადებთ:

    1. ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, არაადამიანურ მოპყრობას და ადამიანების რწმენის და გრძნობების შეურაცხყოფას.

    2. თბილისი პრაიდის ჩატარებას ვეწინააღმდეგებით იმიტომ, რომ ფაქტია, სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში.

    გარდა ამისა, ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული ლგბტ მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობის საფრთხის გაზრდას”.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (20.06.2019)
    ყოჩაღ, ზუსტი ფორმულირებაა, 100 %-ით ვეთანხმები,არეულობა ძალიან სურთ, არ უნდა დ ა ვ უ შ ვ ა თ არეულობა,რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი გამყარებული. სიმართლე ერთია, მაგრამ სამშობლოს კეთილდღეობაა--უპირველეს ყოვლისა!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved