სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.06.2019

     (რეზონანსი) შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს კონკრეტული პოლიციელების თვითნებური ქმედებისათვის, - ამ თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

    კილაძის თქმით, 20 ივნისს აქცის დროს პოლიციამ სწორად იმოქმედა.

    „ყველგან დანაშულია პოლიციელის შეურაცხყოფა, თავდასხმა და ძალადობრივი ქმედებები, მითუმეტეს, ეს ქმედებები ხდება პარლამენტის შტურმის და აღების ფონზე. ეს ორი რაღაც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. რამდენად იყო ამაში დამნაშავე კონკრეტულად ნიკა მელია, ანუ რამდნად იყო მისი დანაშაულის შემადგენლობა წარმოდგენილი, ეს სასამართლოს და პროკურატურის გადასაწყვეტია. რაც შეეხება გიორგი გახარიას პაასუხისმგებლობას, ჩემი აზრით, ჩვენმა პოლიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა მან შტურმი აღკვეთა პარლამენტზე. ეს იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ძალაუფლების გადამეტების ნაწილში გეთანხმებით, რომ მოხდა ძალაუფლების გადამეტება, ოღონდ კონკრეტული პოლიციელების მხრიდან. ვერ შემოვალ სამართლებრივ განხილვაში, მაგრამ ერთი შემიძლია პოლიტიკურად შევაფასო - პოლიციამ უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა. ცალკეული პოლიციელების ქმედებისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს. თუ გაქვთ მტკიცებულება, რომ შს მინისტრმა უკანონო ბრძანება გასცა, კი ბატონო, ჩვენთან ყველა თანასწორია კანონის წინაშე", - განაცხადა კილაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (26.06.2019)
    კილაძეს! სულით და ხორცით გახრწნილი არსება ხარ! ქალის სახელს ვერ გიწოდებ, იმიტომ, რომ შენში არაფერი ადამიანური არ არის, სკამის გულისთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი, ალბათ ბიძოს წინაშე გაშიშვლებასაც იკადრებ, ოღონდ მისი ღიმილი დაიმსახურო. ფუჰ შენ და შენს გამზრდელს ასეთი გველის წიწილი რომ გამოგჩეკა!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved