სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     შუაგულ ქალაქში წყვილმა ცივილიზაცია მიატოვა და ტყეში ცხოვრება გადაწყვიტა. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დასახლებულ პუნქტთან არც თუ ისე შორს, ანუ ჩვენთან, კორპუსებისა და კერძო სახლების მაცხოვრებლებთან ახლოს, მტკვრის სანაპიროზე არსებულ ტყეში ახალგაზრდა, რუსთაველი წყვილი ცხოვრობს.

    "ინფო რუსთავი" მითითებულ ტერიტორიაზე მივიდა და საინტერესო ფაქტს წააწყდა.

    შემოღობილ ნაკვეთი და კარავი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების საგნები, ასევე შინაური ცხოველები და ფრინველები. 

    საცხოვრებელში თავდაპირველად არავინ იმყოფებოდა, თუმცა "ტყის ბინადრებმა" თავიანთ უჩვეულო სახლს დაბინდებისთანავე მოაკითხეს.

    როგორც რუსთაველმა ახალგაზრდებმა  საინფორმაციო სააგენტოს უამბეს, მათ ბუნება და მიწაზე შრომა უყვართ, სწორედ ამიტომ აირჩიეს ქალაქში ცხოვრების განსხვავებული წესი. 23 წლის მამაკაცის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა სურვილი მსგავსი საცხოვრებელი, მსგავს გარემოში მოეწყო და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×