სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.08.2019

      „არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინის გინებისთვის გიორგი გაბუნიას ძალიან დიდი ფული აქვს აღებული, სავარაუდოდ თავად რუსეთისგან" - ამის შესახებ „ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა.

    სანდრო ბრეგაძის თქმით, მიუღებელია, რომ ადამიანს მკვდარი მშობლები აგინო.

    „არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინის გინებისთვის გიორგი გაბუნიას ძალიან დიდი ფული აქვს აღებული, სავარაუდოდ თავად რუსეთისგან. გინებაში, რაღაც მარაზმში, რომელიც მან გააკეთა, საშინელება იყო არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნებოდა ნათქვამი. ადამიანს, უკანასკნელ მტერს თუნდაც, გარდაცვლილი მშობლები არ უნდა შეუგინო. არსებობს სხვა მეთოდები, რომლითაც შეგიძლია იბრძოლო. ეს არც კავკასიელობაში არც ჰუმანიზმში და არაფერში არ ზის", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2" - ის ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.

    არხის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ გაბუნია ეთერს ორი თვით ჩამოაშორა. საბოლოოდ კი ახალმა ხელმძღვანელობამ გიორგი გაბუნია სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    თემო   (22.08.2019)
    ბრეგაძე, "არსებობს ინფორმაცია" ძალიან ყვითელი ნაქთვამია. თუ იცი რამე, თქვი რა კაცურად და დასვი წერტილი თორემ ასეთი ნალაყბევით გაბუნიას წისქვილზე ასხამ წყალს. არ მგონია არ გესმოდეს

    თემო   (22.08.2019)
    გაბუნიასნაირი გამბუზიები თვითონ არაფერს გეგმავენ და აკეთებენ. ლინდასნაირ ტვიგამორეცხილ სექტანტებს მიაჩნიათ პიროვნებად ეს საწყალი. ისე ორივე საცოდავია, ლინდაც და გაბუნიაც.

    kintoes mshishara kurdgeli   (22.08.2019)
    ვაიმე ხალხო ეს ლინდა ვინ არის.უკვე ისტერიულად მეცინება.ჯასაპრებულია და არცერტ კომენტარს არ მაზავს.კველას ლანდზგავს.უსაბუტო გიჯი. ლინდა,ლინდუსჰკა,სადახარ ,გამეცი ხმა.

    ბათუმელი   (22.08.2019)
    ეს გარეწარი გაბუნია კიარ უნდა გააენთავისუფლებინათ,არამედ სასწრაფოდ უნდა დააპატიმრებინათ,რადგნ ჩვენს მტერს მისცა საშუალება ქვეყანა და მოსახლეობა მძიმე მდგომრეობში ჩაეგდო.

    ლინდა   (22.08.2019)
    შე სინდისგარეცხილო კაცუნავ! შენ რომ ვინმეზე რამეს იტყვი მართლა გაგეცინება კაცს. ყველაფრის მკადრებელო სალახანავ, სწორედ ის ვერ მოგინელებიათ აფერისტო მარშელებო თუ ფაშისტებო, რომ ყველა ერთად აღებული გაბუნიასთან შედარებით ორი ნული ხართ! შენ რამდენს გიგზავნის ბიძო, დროდადრო, რომ გააქტიურდები, ეტყობა ბევრს, თორემ აქამდე მის წინააღმდეგ დაიწყებდი ენის ტარტალს! მრცხვენია ნამდვილად და გული მტკივა, რომ ამდენი ნაძირალაა დღეს ქვეყნის მოღალატე!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×