სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.08.2019

      შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავა. „პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული სპორტის ერთ-ერთ სახეობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. ჩვენ დაკავებულის და დაზარალებულების ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, თუმცა გეტყვით, რომ ბრალის დადგენილების მიხედვით, სექსუალურ ძალადობაში მხილებული ახალგაზრდა სპორტსმენი დანაშაულს ძირითადად თბილისის ტერიტორიაზე სჩადიოდა.

    ამონარიდი ბრალდებიდან:

    „მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 01:45 საათზე თბილისში, ..... კორპუსის სადარბაზოში გ.მ-ს სხეულზე ძლიერად მოხვია ხელები სხეულით მიაწვა სხეულზე და მიაბჯინა სადარბაზოს კედელზე, რა დროსაც ტანსაცმლის გარედან ეფერებოდა მკერდზე და სხეული სხვადასხვა ორგანოებზე, რის შემდეგაც ხელი ჩაუყო ტანსაცმლის შიგნით. გ.მ ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და თავის დაღწევას, რის გამოც ბრალდებულმა მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში და ფეხი ჩაარტყა თეძოს არეში, რის გამოც გ.მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი".

    ახალგაზრდა სპორტსმენის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში დევს რამდენიმე ჩვენება, შემთხვევის ადგილების დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისა და ამოცნობის ოქმები, ასევე მტკიცებულების სახით ამოღებული ტანსაცმელი.

    სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ სპორტსმენს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×