რეზონანსი
24.08.2019

 (რეზონანსი) მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს რელიეფი ართულებს, რის გამოც ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.

ამ ეტაპზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, ისინი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვებიან. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები. არსებული ინფორმაციით, ტყის მასივის დასაწყისში მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ხანძრამდე გზას გაჭრის.

ახალსოფელთან ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დამატებით მეორე ვერტმფრენი ჩაერთო, მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა კი 250-მდე გაიზარდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი, დაუდევრობაა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×