სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.08.2019

     (რეზონანსი) ბრაზილიაში ამაზონის ხანძრების რეკორდული რაოდენობის გამო საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს, უმოქმედობას აპროტესტებენ და გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

    The Guardian-ის ინფორმაციით, აქციები სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროში უკვე გაიმართა. მომიტინგეები საპროტესტო გამოსვლებს ისევ გეგმავენ.

    კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემების მიხედვით, წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, ხანძრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 83%-ით გაიზარდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქამდე - სან პაულომდეც მიაღწია.

    ბუნებისდამცველები ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსანაროს ადანაშაულებს. მათი განცხადებით, მიწის ცეცხლის საშუალებით გასაწმენდად ფერმერები პრეზიდენტმა წაახალისა. NASA-ს ინფორმაციით, ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ადამიანების ჩარევითაა გამოწვეული.

    ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო კი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს სდებს ბრალს.

    ხანძრის გამო ევროკავშირმა ბოლსონაროზე ზეწოლა გააძლიერა, ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. სწორედ ამის შემდეგ უარყო ბოლსონარომ განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს ბრაზილიის საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ. მოგვიანებით, მან ხანძრის ქრობის პროცესში ჯარი ჩართო.

    „დედამიწის ფილტვებად" წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-18 დღეა მძვინვარებს. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×