რეზონანსი
10.09.2019

  (რეზონანსი) სტორიკოსი გიორგი ოთხმეზური რუსეთის დუმის განცხადებას შემდეგნაირად აფასებს:

„ამ წამოწყებას ზუსტად ისეთივე დღე უწერია, როგორც კოკოითისა და პუტინის განცხადებას, რომ სამხრეთ ოსეთი 1874 წელს ზავით შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.

ისიც აქვთ ოს მეცნიერებს ნათქვამი, არამეული დამწერლობის ძეგლებზე, რომ ოსური დამწერლობისააო. თქმა ყველაფრის შეიძლება. ამ საკითხს საერთაშორისო პერსპექტივა არ აქვს. თვითონ რას მიიღებენ, მათი საქმეა.

ჩემი აზრით, ქართული მხარე არ უნდა ჩაებას არავითარ დისკუსიაში. ძალიან მოკლედ უნდა იქნას აღნიშნულის აბსურდულობა მითითებული, შეიძლება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ოთხმეზურმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×