სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2019

      (რეზონანსი)  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა:

    "ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ხაზარაძის მხრიდან, რომ ის აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას. ამბები, რომელსაც ის ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს, თუ რატომ არ მოხდა ამ ამბების გახმოვანება მაშინ, როდესაც ჩათვალა, რომ ეს იყო მიუღებელი. რატომ მიიღო მან მონაწილეობა იმაში, რაც არ მოსწონს დღეს, ან თუ მიიღო მონაწილეობა, რატომ არ გააკეთა ამის შესახებ განცხადებები უშუალოდ იმ შეხვედრის შემდეგ.

    მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, თუ ვინ იღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში, მაგრამ რასაც ის საუბრობს, არის ამბავი, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადავო საკითხები განიხილეს. ჩემი პასუხი ალბათ უნდა იყოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესმენების შეკრებას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას არ კრძალავს, ხოლო სასამართლო და პროკურატურა არსებობდა მაშინაც, შეეძლო მიემართა, მას შეუძლია დღესაც მიმართოს შესაბამის ინსტიტუტებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×