სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

      პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

    აქციის წევრების განცხადებით, ამ პერფორმანსით მათ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

    „ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ვაწყობთ პერფორმანსს და ვაჩვენებთ იმას, თუ რა ხდება ამ შენობის დახურულ კარს მიღმა. როდესაც პრეზიდენტის მაგიდაზე ერთბაშად ხვდება მკვლელობაში სამი მსჯავრდებულის და ერთი ძებნილის სახელი და გვარი და პრეზიდენტი ამას ბრმად აწერს ხელს. აქ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს უნებლიე შეცდომასთან საქმე და ეს არის წინასწარ დაგეგმილი კორუფციული სქემა. ამოოხვრა, რომ ის, თითქოსდა იღებს პასუხისმგებლობას და მორატორიუმს აცხადებს, არის სამარცხვინო და კიდევ უფრო უპასუხისმგებლო ქცევა საქართველოს პრეზიდენტის. მოეშვნენ ბუზების თვლას და დაიწყონ გამოძიება, პირდაპირ ხელისგუზე დევს, რომ ვიღაცამ ვინც პრეზიდენტს შეუტანა მკვლელების და ძებნილების სია, გააკეთა ფული და ჩვენ არ უნდა ვმარჩიელობდეთ თუ ვინ იყო ეს. რომ ყოფილიყო შეწყალების კომისია და კრიტერიუმებს რომ ემუშავა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერც ერთი საქმე - ვერც სამი მკვლელობის საქმე და ვერც ძებნილის პრეზიდენტთან ვერ დაიდებოდა. შეწყალების კომისია შემთხვევით არ გაუუქმებიათ, ვიღაცას ხელფეხი უნდოდა გახსნოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რათა კორუფციული დაზგა დაექოქა" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

    მისივე აზრით, მორატორიუმის გამოცხადება მიუღებელი გადაწყვეტილებაა, რადგან პრეზიდენტს სულ 2 ფუნქცია გააჩნია: საგარეო ვიზიტებზე სიარულო და შეწყალების გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა.

    „მორატორიუმი არის აბსურდი, პრეზიდენტს აქვს ორი ფუნქცია, რომ საგარეო ვიზიტებზე იაროს და შეწყალებას ხელი მოაწეროს. მაშინ ხელფასი ჩამოიკლოს და თავის თავს გამოუცხადოს მორატორიუმი. რისთვის ავირჩიეთ, მარტო ვიზიტებზე სიარული უნდა და ლოპოტაზე „ზაგარი", თუ როგორ არის ეს საქმე?!" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ნათია   (19.09.2019)
    ეგ ვინც აირჩია იმათ კითხე რისთვის აირჩიეს

    თემო   (19.09.2019)
    ეგ ყლე ქოცებს კითხე ალექს, აქ ბევრი არიან ამ საიტზე. უცებ გეტყვიან რატომაც აირჩიეს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×