რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) მექსიკაში 14 პოლიციელი ნარკოკარტელის წარმომადგენლებმა მოკლეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, პოლიციელებს დამნაშავეები წინასწარ ჩაუსაფრდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით სამართალდამცველებს თავს 30 ადამიანი დაესხა. თავდამსხმელებმა ხუთი სავარაუდოდ ჯავშანმანქანიდან მაღალი კალიბრის იარაღით გახსნეს ცეცხლი. შემთხვევის ადგილზე გაგზავნილმა უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი და გარდაცვლილი პოლიციელები ნახეს, სამართალდამცველების მანქანები აფეთქებული იყო, ორი პოლიციელი კი აფეთქების შედეგად დამწვარი და გარდაცვლილი.

სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება დაჭრილი პოლიციელების შესახებ - ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით სამია დაჭრილი, პროკურატურის ინფორმაციით კი 20.

წყარო: იმედინიუსჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×