რეზონანსი
16.10.2019

  ოპერაციისთვის ამზადებენ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს N9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან გამოხტა. ექიმების თქმით, მოსწავლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„წვივის ძვლების მოტეხილობები აქვს და ახლა საოპერაციოდ ამზადებენ", - ამბობს მკურნალი ექიმი.

14 წლის მოზარდი, დღეს მე-9 საჯარო სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა, თვითმხილველი მოსწავლეები ამბობენ , რომ მეექვსე გაკვეთილის გაცდენის მიზნით სამი მოსწავლე გადმოხტა ფანჯრიდან, თუმცა ორი გაიქცა.

სკოლის დირექტორის, სოფიკო ქუთათელაძის თქმით საგაკვეთილო პროცესი დასრულებული იყო და მოსწავლის გაკვეთილიდან გაპარვის ფაქტს გამორიცხავს. შსს-ში კი განმარტავენ, რომ მოსწავლე გაკვეთილიდან გაპარვას ცდილობდა და ამ მიზეზით მეორე სართულიდან გადმოხტა.

მომხდარზე საქმე სსკ 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×