სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

      წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში იუსტიციის სახლები აშენდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კანცელარიაში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    მისი თქმით, იუსტიციის სამინსიტროს გამოეყო გარკვეული თანხა, რაც მშენებლობების დაწყების საშუალებას წელსვე იძლევა.

    „იუსტიციის სამინსიტროს რეგიონული ფონდიდან გამოეყო 5 მილიონ სამასი ათასი ლარის თანხა, რომელიც საშუალებას მოგვცემს 3 იუსტიციის სახლის მშენებლობა დავიწყოთ. ეს იქნება წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში. სამივე დიდი მუნიციპალური ცენტრია, სადაც ჩვენი სერვისები სახარბიელო პირობებში არ გაიცემა",- განაცხადა მინისტრმა.

    მან სხვა მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობაც დააანონსა.

    „ამ თანხით ჩვენ შევძლებთ დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში გამოვაცხადოთ საზოგადოერბრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერი, რასაც აქამდე ვერ ვაკეთებდით, რადგან არ გვქონდა დამატებითი სახსრები. წელსვე გვექნება მშენებლობების დაწყების შესაძლებლობა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×