სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" დედანს პროკურატურას 21 ოქტომბერს გადასცემენ. მანამდე, ადვოკატები ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია პრესკონფერენციაზე „მუქარის წერილის" დედანს მედიას გააცნობენ. პრესკონფერენცია "ზვიად კორძაძის საადვოკატო" ბიუროში 12:00 საათზე გაიმართება.

    ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა. წერილის დედანის ექსპერტიზა კი ლონდონში ჩატარდა. ხაზარაძის თქმით, მან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. თუმცა, შუამავლის ვინაობა, ამ დრომდე უცნობია. საქართველოს პროკურატურამ წერილი 6 მარტს გამოაქვეყნა.

    წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს" ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია "არტარეას" "ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×