სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2019

      სამართალდამცველის ინფორმაციით, კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული სასულიერო პირი ლევან ამერეჯიბი იგინებოდა და ყვიროდა.

    „საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავდით, რა დროსაც, აღნიშნული პირი ყვიროდა ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით იგინებოდა. მოვუწოდეთ აგრესიული ქმედება შეეწყვიტა. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის აგრძელებდა აგრესიულ ქმედებას", - განაცხადა სამართალდამცველმა.

    აღნიშნულს სასულიერო პირი ნაწილობრივ დაეთანხმა.

    "ნაწილობრივ ვეთანხმები. არ ვიგინებოდი, მასა რომ აწვებოდა, პირველი ვიდექი, ჭყლეტვაში ვიყავი", - განაცხადა ამერეჯიბმა.

    კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული სასულიერო პირის ლევან ამერეჯიბის სასამართლო პროცესი 11 დეკემბრამდე გადაიდო. როგორც სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა განაცხადა, ვინაიდან სამართალდამცველის პოზიციას დაკავებული კატეგორიულად არ ეთანხმება, სასამართლომ სამართალდამცველებს საკუთარი ინიციატივით დაავალა მტკიცებულებების გამოთხოვა.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×