რეზონანსი
12.11.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის მეზობლები, რომლის წესის აგებაზეც მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს, უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამის გამო დაკრძალვის დღემ გადაიწია. გარდაცვლილის მეზობლებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდას წესს მართლმადიდებლური წესით აუგებენ და ეს პრობლემა მოგვარდება. 

"ეს პრობლემა გადაწყდება 40 დღის განმავლობაში, მეუფესთან იყვნენ, ყველაფერი მოგვარებადია. ეს ოჯახი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და არავითარი საწინააღმდეგო ეკლესიის მიმართ მაგათ არ გააჩნიათ. ეს იყო ჯარის დატოვების მხრივ გაკეთებული, აიღეს უბრალოდ საბუთი, რომ ბავშვი დარჩენილიყო ჯარიდან. მეუფემ რატომ უთხრა უარი ახლა, ეს სინოდმა უნდა განიხილოს, არ არის ჯერ ამის კანონი შემოსული," - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

5 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესის აგებაზე უარს იმ მიზეზით, რომ გარდაცვლილი შაკო ბარამიძე "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავრად ირიცხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×