რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) მამა პეტრე კოლხი ქვეყანაში განვითარებულ მოხლენებს ეხმაურება და ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„შემზარავია, დილით თვალს რომ გაახელ და მოტყუებულ საქართველოს ესალმები.

ყველაზე შემზარავი ის არის, რომ არასდროს დამთავრდა ნაც-ქოცობა. არავითარი პირადული, ისეთი მინდა დავინახო, ვინც ჩემ ერს გამოადგება. ვშიშობ „ოცნებიდან" გაქცეული დეპუტატების ამბავიც, ერთის მიერ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი არ აღმოჩნდეს. და საერთოდ, დღევანდელი ეკლესიის და ქვეყნის მდგომარეობაც მოქმედი ხელისუფლების ოინები უფრო მგონია, ვიდრე ძალაგამოცლილი წარსულის.

ისე, ფანატიკოსები არც ერთ პარტიაში მომწონდა, არც მეორეში. ვინმეს თუ ხელფასი აქვს და ამის გამო თვალს იბრმავებს, გვახსოვდეს, სამშობლოს ღირსება, ეკლესიის სიწმინდე ყველა ხელფასზე მაღლა დგას. და კიდევ, თუ „41" არ მომწონს, საერთოდ არ მიშნავს იმას, რომ „5" მიმართ გამიჩნდა ნოსტალგია. უბრალოდ, ერთეულების ხარჯზე მშიერი მოსახლეობის ყურება, უპირობოდ შემზარავია.

P.S. ფეხი ცოდვაში არავინ ჩადგას და ცილი არ დამწამოს. ეს არ არის პოლიტიკური მიმართვა... ეს უკვე გაუსაძლისი ტკივილია. P.P.S. დილა მშვიდობისასთან ერთად გათენებაც მინდა ვისურვო. გათენება კი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შორია!..", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×