სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.11.2019

    (რეზონანსი) პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრშია გადაყვანილი.

    როგორც „ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველმა ირინა შენგელიამ განუცხადა, გავრცელებული ფოტო არის რამდენიმე დღის წინ გადაღებული, როდესაც პრეზიდენტი კლინიკაში გეგმურ შემოწმებაზე იმყოფებოდა.

    მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა სამსახურში იმყოფება.შეკითხვაზე, გამოეხმაურება თუ არა პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასე უპასუხეს: „აუცილებლად შეგატყობინებთ, როგორც კი დავაპირებთ".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×