სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

    თაბუკაშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი, ჯამბულ გადელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის დაგვიანებით მისვლის გამო გარდაიცვალა. სასწრაფოს ბრიგადას გუშინ რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს, რის გამოც მედიკოსები გამოძახების ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ.

    თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. "ექსკლუზივნიუსის" ცნობით, ექიმები გამოძახებაზე დაგვიანებით, ფეხით მივიდნენ, მანამდე კი პაციენტი საპატრულო ეკიპაჟის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

    როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი თამარ ნინიძე ამბობს, მე-6 სკოლასთან დატოვეს მანქანა და აღჭურვილობის წაღებაში პოლიცია დაეხმარათ, თუმცა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა.

    exclusivenews.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ***   (20.11.2019)
    და ესენი იბრძვიან ხალხისათვის? სასწრაფოს რომ არ გაატარებ, როგორი გულქვა და არაკაცი უნდა იყო. საომარი მოქმედების დროს წითელი ჯვრის წარმომადგენლები თვისუფლად გადაადგილდებიან, ესენი ვინ არიან ხალხო ფაშისტები და ნაცისტები.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×