რეზონანსი
06.12.2019

  ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის ა.დ-ს საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება მამაკაცის სავარაუდო გაუპატიურებას ედავება და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

„პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე სრულად დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომა ჩატარდა დახურულ ვითარებაში, იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაული ეხებოდა სექსუალური ხასიათის დანაშაულს", - განაცხადა საქმის პროკურორმა, დავით პაპავამ.

დაზარალებულის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია საია-ს ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს. უფლებადამცველის განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს.

მისივე თქმით, საქმეზე დანიშნულია რამოდენიმე ექსპერტიზა.

„ჩვენ მას შემდეგ ჩავერთეთ საქმეში, რაც მოგვმართა დაზარალებულმა. პროკურატურაში, დაზარალებულის გამოკითხვა ჩვენი თანდასწრებით მოხდა. ჩვენი მონაწილეობით განხორციელდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. რის შედეგადაც, პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, ბრალდებულის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჯანო ჭკადუამ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ სოსო ჯალაღონიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

„საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ვერ მოგახსენებთ, სასამართლომ იმსჯელა ბრალდებულის პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რაც ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა პატიმრობის მიზანშეწონილობა. არადა კანონიდან გამომდინარე ეს უნდა დაესაბუთებინა.ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ 48 საათის განმავლობაში. ბრალდებული არ ცნობს თავს დამნაშავედ.თუ რას ჰქონდა ადგილი ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ბრალდებული პოლიციელის უფლებადამცველმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×