სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    (რეზონანსი) „სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", - ამ სლოგანით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

    აქციაზე ორგანიზატორებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ძალისხმევა არ დაიშურონ და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის უვნებლად დაბრუნება.

    აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები: "თავისუფლება ვაჟა ექიმს", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "სოხუმი და ცხინვალი საქართველოა".

    აქციაზე მოძრაობა "სირცხვილიაც" იმყოფებოდა. როგორც მისმა წარმომადგენელმა სოფო კუჭავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.

    შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×