რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) არ გამოვრიცხავ, რომ დანაშაულს იბრალებს, ის ღირსეული ადამიანია. ის არის ჩვენი ეკლესიის შვილი, ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი, - განაცხადა მამა იოსებმა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერზე.

სასულიერო პირების ნაწილი ბერ სვიმონ (გიგა) ქავთარაძეს თავდებში ჩაუდგა და მისი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა.

როგორც მამა იოსები ამბობს, მათ იცოდნენ, რომ ბერს ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

„ღირსეული ადამიანია, თავისი ყველა ნაბიჯით. ის არის ჩვენი ეკლესიის შვილი, ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი, ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ ამ ადამიანს. მე მას თავდებში ვუდგები. სამი სასულიერო პირი ჩაუდგა თავდებში. ჩათვალეთ, რომ არა მარტო მე, არამედ მთელი ეპარქია უდგება თავდებში. ამ ადამიანს კარგად ვიცნობ მე. მას ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები რომ ჰქონდა, ეს ვიცოდი, ჩემთვის რამდენჯერმე შემოუჩივლია. არ გამოვრიცხავ, რომ იბრალებს, მისი ბუნებიდან გამომდინარე. არ მჯერა, რომ ამ ადამიანმა ეს ჩაიდინა",- ამბობს მამა იოსები.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×