რეზონანსი
09.12.2019

 თბილისში ნაძალადევის რაიონში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო და-ძმა მოიწმალა. 30 წლის ქალი გარდაიცვალა ძმა კი სასწრაფო სამედიცინო დახმრების ბრიგადამ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსა. არსებული ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

ბინა, სადაც მხუთავი აირი გროვდებოდა, გაქირავებული იყო. მომხდართან დაკავშირებით "თბილის ენერჯიმ" განცხადება გაავრცელა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბინაში აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად შეაკეთეს. მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და CO ბინაში გროვდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×