რეზონანსი
11.12.2019

ვინ არის ბადრი გავაშელიშვილი, რომელიც გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხა ევროპული საქართველოს ლიდერებს გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს, ფიზიკურად დაუპირისპირედა, ხოლო მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის თავად უჩივის გიგი უგულავას და ცემაში ადანაშაულებს.

ბადრი გავაშელიშვილის არის ძიუდოისტი, რომელიც ცხოვრობს დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, მას მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე საერაშორისო ტურნირში. გავაშელიშვილის გამოცდილი ძიუდოისტია და ის უგულავას ცემაში სდებს ბრალს.

გიგი უგულავაზე სასამართო აღმკვეთ ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს, უგულავა, რომელიც დაზრალებულის სტატუსის მიღებას ელოდა, მას ბრალი ედება ძიუდოისტის ცემაში. სავარაუდოდ, სასამართლო თბილისის აეროპორტიდან ამოიღებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერს და ცნობილი გახდება, გიგი უგულავა დაესხა თავს გავაშელიშვილს თუ ის უბრალოდ თავს იცავდა ძიუდოისტის თავდასხმისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×