რეზონანსი
12.12.2019

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს თვთმხილველი ჰყავს. მოქალაქე, რომელიც გიგი უგულავას და გოკა გაბაშვუილზე განხოეციელებულ თავდასხმას შეესწრო, მომხდარის დეტალებს ჰყვება. მისი თქმით, უცნობი პირი უგულავას და გაბაშვილს პოლიტიკური მოტივაციით დაუპირისპირდა.

„ვისხედით მე და გიგი "დუტიფრისთან" ზურგით, წინ იჯდა გოკა, ამ დროს ვიღაც შემოვიდა, ისეთი საუბარი დაიწყო, რომ ჩავთვალე ვიღაც ნაცნობი იყო...  საუბარი იყო პოლიტიკურ კონტექტში, 9 წელი და მსგავსი სიტყვები... პოლიციამ რომ გაშველა, იმას ნცემის არაფერი ეტყობოდა ვიზუალურად და გიგის - ეტყობოდა, როგორც გოკას. 

პოლიციამ უთხრა, რომ უნდა მოეხსნათ რეისიდან და ვერ გაუშვებდნენ, გიგიმ ეს რამდენჯერმე გააპროტესტა და თქვა, რომ გაფრინდებოდა, მაგრამ პოლიციამ უთხრა, რომ ამის შანსი არ იყო. მაშინვე ვუთხარი პოლიციას, რომ ვესწრებოდი თვიდან ბოლომდე იციდენტს, მზად ვიყავი მიმეცა ჩვენება. მას შემდეგ რაც გიგი და გოკა გაიყვანეს, ასევე მივედი სხვა პოლიციელებთან და ვუთხარი რომ მომეცადა და მიმეცა ჩვენება თუ როგორ მოვქცეულიყავი და მითხრეს, რომ ისინი საქმის კურსი არ იყვნენ“, - აცხადებს "ფორმულასთან" ქალბატონი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და ვინაობა არ გაამხილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×