რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) სადაც არ უნდა იყოს ქართველი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, ქადაგებისას ბრძანა.

„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს შესრულდა წირვა. წირვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. დღეს არის, ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრეა პირველწოდებულისა. ჩვენი განმანათლებელია, ჩვენი მომქცეველია. მან მოაქცია და იქადაგა პირველად სახარება საქართველში. მან მოამზადა ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

დღეს არის ხსნება ჩვენი საყვარელი მეფისა, ვახტანგ გორგასალისა. ვახტანგ გორგასალს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. თქვენ იცით, ვახტანგ გორგასალის თხოვნით, შუამდგომლბით, ანტიოქიის პატრიარქმა, უბოძა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოსის წოდება. ეს მხოლოდ ანტიოქიის პატრიარქს შეეძლო. სიტყვა "კათო"- ბერძნული სიტყვაა და საყოველთაოს ნიშნავს. ე.ი. სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს", - ბრძანა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×