რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდეგ ეს რომ გადაფარონ გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

„ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა არის საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი. მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და მე ვფიქრობ დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება, ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ,"-აცხადებს გახარია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×