რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) „ეს ის შემთხვევაა, როცა ნებისმიერი სანუგეშო სიტყვა მხოლოდ გამაღიზიანებელია", - ასე ემხუარება მამა პეტრე კოლხი 2 წლის ანიტას მამის განცხადებას.

შემძრა ანიტას მამის წერილმა. მიუხედავად თანხის მოძიებისა, მდგომარეობა უიმედოა. არც ერთი კლინიკა არ არის თანახმა, ანიტას ჩაუტარდეს ქირურგიული ჩარევა. ვისი შვილიც არ უნდა იყოს, ადამიანის სული უფრო მეტია, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული.

ეს ის შემთხვევაა, როცა ნებისმიერი სანუგეშო სიტყვა მხოლოდ გამაღიზიანებელია.

ალბათ, სახელმწიფომ უნდა უშუამდგომლოს ანიტას ოჯახს მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან, რომ ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია. დიდხანს სიცოცხლე ანიტას!.

P.S. რა სიმბოლურია, დღეს ვინც ევროპასთან ინტეგრაციას ზეიმობს, იქნებ მან ევროპას ხმა მიაწვდინოს, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, საქართველოს გზა ევროპისკენ ანიტას გულზე გადის!", - წერს პეტრე კოლხი.

2 წლის ანიტას მამამ, გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბავშვის მდგომარეობა გამოუვალია.

2 წლის გოგონას ოჯახი ავსტრიიდან ბელარუსში გასამგზავრებლად ემზადებოდა, სადაც ანიტა ფაცაციას გულის ტრანსპლანტაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა, ავსტრიის და იტალიის მსგავსად, ვერც ბელარუსმა აიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×