რეზონანსი
15.01.2020

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, დედაქალაქის ბაღებში ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომის შემთხვევაში არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექცია და გენერალური დასუფთავების სამუშაოები ორი დღის წინ დასრულდა. 

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. სამ საჯარო ბაღში არ განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო", - განაცხადა გვანცელაძემ. 

გარდა ამისა, ბაღის შენობებში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×