რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) არაოფიციალური ინფორმაციით, თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია.

45 წლის ზაზა მურჯიკნელი წარსულში, მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

გავრცელებული ინფორმაციით, მურჯიკნელი 2012 წლის საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი, ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (25.01.2020)
გაგებით მოვეკიდოთ ხალხნო, გაგებით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×