რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს, მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სუს-ის შენობასთან მაიორმა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „მთავარის" მიერ გასაჯაროებული ვიდეოში ლევან იზორიას ძმას კიტა იზორიას აკავებს.

გიორგი დვალიშვილის განმარტებით, თვალთვალიდან გამომდინარე, მისი არასრულწლოვანი შვილები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.

"მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, დაანებეთ თავის ჩემს ოჯახზე თვალთვალს. ჩემზე თვალთვალი არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი არ მაქვს. მზად ვარ ახლაც, შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს. მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით. მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, თვალთვალი მათზე, ყოფნა სადარბაზოში ეს უკვე ძალიან ზედმეტია. სადარბაზოშიც არიან და ყოვლად წარმოუდგენელია, რას აკეთებენ სადარბაზოში", - განაცხადა მაიორმა გიორგი დვალიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მას ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ არავინ დაკავშირებია.

ცნობისთვის, 23 იანვარს „მთავარის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×