რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურ ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (27.01.2020)
გ ა უ გ ო ნ ა რ ი უბედურებაა, გაანათლოს მათი სულები ღმერთმა!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×