რეზონანსი
19.02.2020

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამგვარად, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 46-ია. ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ორი ათასს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში 136 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 1 749-ს უტოლდება. საერთო ჯამში დაინფიცირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი.

ამასთან ერთად, ცნობილია, რომ ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 12 ქვეყანაში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 92 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×