რეზონანსი
19.02.2020

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ორი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ BBC იუწყება.

ორი მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს მელბურნის მახლობლად შეეჯახა. თითოეული მათგანის ბორტზე 2 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის პირველადი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი უამინდობა გახდა. ღრუბლებისა და ნისლის გამო პილოტებმა თვითმფირნავები ვერ დაინახეს.

ცნობისთვის, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში პირველი ავიაკატასტროფაა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Dito   (19.02.2020)
Am saitis adminds da mflobels chagijvit saitshi. Ra reklamebi agitydat tkve yleebo dametxara tvalebi.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×