რეზონანსი
28.03.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მედიას სთხოვს მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გააშუქონ და არ შეუწყონ ხელი სოციალურ ქსელებში დაპირისპირებას. 

"რა თქმა უნდა, კრიტიკა უნდა იყოს, მე კრიტიკას ძალიან ჯანსაღად ვიღებ, როცა მიმითითებენ და მეუბნებიან, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, სუსტად ვაკეთებ, ან შემიძლია უკეთესად გავაკეთო. კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს ჩასაფრებული კრიტიკა. არ უნდა იყოს პოლიტიკური ქულებისთვის, დღეს არავის არ სჭირდება. ვიღაცამ თუ ჩემზე მეტი იცის და ალბათ ბევრია ასეთი ადამიანი ქვეყანაში, ვინც დღეს ჩემზე მეტი იცის – მირჩიოს რა გავაკეთო და არა ის, რომ შენ რატომ ვერ აკეთებ. მოვიდეს, დაჯდეს ჩემს ადგილას და უკეთესად გააკეთოს მაშინ”, – განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში ამირან გამყრელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×