რეზონანსი
29.03.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დილის შემდგომ ვითარება არ შეცვლილა. ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არსებული მონაცემებით მძიმე არ არის",-აცხადებს ეზუგბაია.

მან აღნიშნა, რომ ინფიცირებული ახალი პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა",-განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, კორონავირუსზე 7 პაციენტის ტესტია აღებული და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×