რეზონანსი
02.04.2020

ექიმმა-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კუსტარულად დამზადებული ნიღბების ეფექტურობის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, არასამედიცინო, ხელნაკეთი პირბადეები ნაკლებად იცავს ადამიანს, ზოგჯერ კი პირიქით, შეიძლება ზიანი მიაყენოს.

„კუსტარულად, არასამედიცინო ტიპის ნიღბების ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ დაბალია მათი დაცვის ფუნქცია. თუ არ არის ჩვეულებრივი სამედიცინო ქირურგიული ნიღაბი, იმ შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია ამის გამოყენება, მაგრამ ეს რისკსაც შეიცავს. არასწორად შეკერილმა და დამზადებულმა ნიღაბმა შეიძლება გაზარდოს დაინფიცირების რისკი“, - განაცხადა გოგინავამ.

ექიმმა ასევე დააზუსტა, რომ ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვის შემთხვევაში ნიღბის ტარება რეკომენდირებული არ არის, რადგან ამას აზრი არ აქვს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×