რეზონანსი
02.04.2020

გერმანიაში - თავშესაფრის მაძიებელთა შენობიდან საქართველოს მოქალაქე 6 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა ქალაქ ჰალბერშტატში მოხდა. მედიის ინფორმაციით, 54 წლის კაცმა ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

მომხდარის დეტალები უცნობია. ინციდენტის მიზეზს პოლიცია იძიებს. არისმოსაზრება, რომ მამაკაცი კონფლიქტის გამო შენობიდან გადმოაგდეს. შენობაში ბევრი ადამიანი თავმოყრილი, რადგან თავშესაფრის მაძიებელთა დასახლებაში კარანტინი 27 მარტს გამოცხადდა, მას შემდეგ რაც ერთ-ერთ იქ მყოფთაგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×