რეზონანსი
02.04.2020

დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც ეს ინფექცია დაამარცხა , - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აპრილის თვე ვირუსის გავრცელების მხრივ საკმაოდ რთული იქნება.

„შემდეგი დღეები და განსაკუთრებით აპრილის თვე იქნება ურთულესი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. გვაქვს შიდა გადაცემები, რაც არის განგაშის საფუძველი, თუმცა, საბედნიეროდ სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და გვაქვს კონტროლზე. ასევე გვაქვს კარგი ამბავიც, დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც დაამარცხა ეს ინფექცია, რაც მისასალმებელია, მაგრამ ახლა გვმართებს ათასჯერ მეტი სიფრთხილე ყურადღება, სწორედ ამიტომ შტაბი იკრიბება და გავდივართ ყველა საკითხს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×