რეზონანსი
05.04.2020

ყოველდღიურად არაერთი ზარია თავშესაფარში, ოჯახებიდან ძაღლების ჩაბარებას ითხოვენ, იმ მიზეზით, რომ თითქოს, ძაღლია კორონავირუსის გადამტანი, - ამის შესახებ „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის" ხელმძღვანელმა თამაზ ელიზბარაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს თავშესაფარში ძაღლების მიღებაზე უარს რომ ეუბნება, მათ ქუჩაში ტოვებენ. „ბოლო პერიოდში სახლიდან გამოგდებული რამდენიმე ძაღლი მივიღეთ" - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

„მინდა მივმართო მოსახლეობას, შინაური ცხოველები, ძაღლი და კატა კორონავირუსის გადამტანები არ არის. ადამიანს შინაური ცხოველებისგან, რომლებიც სახლში ჰყავს, არანაირი საშიშროება არ ემუქრება. დღეს ორი ძაღლი მივიღეთ. რომ მოიყვანეს თავშესაფარში და მიღებაზე უარი ვუთხარი, ქუჩაში მიატოვეს, რას ჰგავს ახლა ეს? ჩვენი თავშესაფრის youtube-ის არხზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ როგორ განიცდიან მიტოვებული ძაღლები პატრონის ღალატს. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, არანაირ საფრთხეს შინაური ცხოველები არ შეგიქმნიან" - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×