რეზონანსი
08.04.2020

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდგინდა.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენს კლინიკაში 40 პაციენტია. გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების პროფილურ კლინიკებში გადაყვანა. ეს პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა, დანარჩენი პროფილური კლინიკების მიხედვით გადანაწილდებიან.

კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14- დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. ეს ინფიცირებული ადამიანი ოჯახს უკავშირდება. მისი ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით გადაიყვანეს. ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის", - განაცხადა ბექაიამ.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×