რეზონანსი
22.05.2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგანახლებაში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მოკლულის მამა ამ წუთებში ჩაის პლანტაციებში შეიარაღებულ მდგომარეობაში ნახეს. მისი დაკავება ადგილობრივებმა შეძლეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.

49 წლის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი, მას შემდეგ მიიმალა, რაც შვილი სასიკვდილოდ ცივი იარაღით დაჭრა. 29 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც "გურიის მოამბესთან", მეზობლები ამბობენ, მამაკაცი ხშირად ძალადობდა საკუთარ მეუღლეზე და მოკლული ახალგაზრდა კაცი ყოველთვის იცავდა დედას. ასეთი მორიგი ჩხუბი და შეკამათება მოხდა გუშინაც, რის შემდეგაც, მამა შვილს მიეპარა და იღლიის და ფილტვის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა, რომელიც შშმ პირია. ასევე მოკლულსს ყავს 3 წლის ძმა.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გურიის მოამბე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
siropias gogo   (22.05.2020)
meored mosvlaa es aba ra oxrobaa mama hvils da zmas dzma das deda hvils dzmakaci dzmakacs ar indobs heveci amnair cxovrebas bidzinia hen dedas hevajvi saplavhi


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×