რეზონანსი
30.05.2020

"ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრი პოზიტიური რამ გაუკეთებია, მაგრამ არასოდეს არ გავურბივარ და არც თქვენს ეთერს გავექცევი, რომ რა თქმა უნდა, იყო მძიმე შეცდომები, აბა რატომ არ მივედი და არ მივეცი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს ხმა? არ მომწონდა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა.

"მაგრამ, ხელისუფლებაში ყოფნა და მერე ოპოზიციაში გადმოსვლა და 8 წელიწადი ოპოზიციაში კიდევ დამატებით ყოფნა რას ნიშნავს იცით, ნიშნავს რომ ეს ძალა კიდევ უფრო გაჯანსაღებულია, ვიდრე ოდესმე.

"ნაციონალური მოძრაობა" როდესაც დაფუძნდა, ზუსტად 2 წელიწადში მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ძალა იყო რევოლუციური... რა იყო "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი დაპირება? კრიმინალის და კორუფციის აღმოფხვრა. სატელევიზიო დაჭერები საიდან წამოვიდა? დაკვეთა იყო საზოგადოების, მაგრამ მერე, თქვენ რომ უთხარით მიხეილ სააკაშვილს, რომ ძალიან მაგარი ხარ, აღმოფხვერი კორუფცია, კრიმინალი, მერე მოთხოვეთ თქვენ დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში."- განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (30.05.2020)
2008 კატასტროფას "შეცდომად" მოიხსენიებს? აი ეს არის უბედურება ამ ჩვენი "ასფალტის" ოპოზიციის. წაგებულ ომს, 400ზე მეტ დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეს, 30 ათას დამატებით დევნილს და ასობით დაკარგულ და განადგურებულ სოფელს "შეცდომად" მოიხსენიებს, და ისევ იმ "ბელადს" ემსახურება ვინც ამ "შეცდომაზეა" პასუხისმგებელი. ეს "ბელადი" ეხლა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და 80 წლის თურქოლოგი დედის "ხელფასით" მილიონერის ცხოვრებით ცხოვრობს. რა კორუფციის აღმოფხვრაზეა საუბარი?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×