რეზონანსი
01.06.2020

მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ პუბლიცისტის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილის, პარტია ,,კანონი და სამართალის” დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანის ოჯახიც ჩააგდო საგონებელში და სანერვიულო გაუჩინა. 

"ჩემს ქმარს ყველა ბიზნესი გაჩერებული აქვს. დღეს ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ახლა არ დაწყებულა. გაუჩერდა ყველას ყველაფერი. ინფლაციამ იმოქმედა. 

ჯონის გამოტანილი აქვს სესხი, რომელიც შემდგომ ჭკვიანურად დაატრიალა, მაგრამ… ინფლაცია კორონავირუსის დროს ხომ არ დაწყებულა?! ყველა ბიზნესი გაჩერებული აქვს. კლინიკა გვქონდა, რომელიც 2 წლის წინ დავხურეთ, რადგან ვერ იმუშავა. პატარა სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, რომლის ნახევარი მოიყვანა მწყობრში. ნამუსიანად და წესიერად მუშაობს. ასეთი ტიპის კაცია.

იცით, რატომ დაიხურა ჩვენი კლინიკა? იმიტომ, რომ ჯონი ძალიან წესიერი კაცია და ვეღარ “გაქაჩა”. კლინიკა ითხოვს დიდ ხარჯებს, წესიერი თუ ხარ და გინდა, კარგი წამლები შეიტანო, კარგი ხარისხი გქონდეს…. დავხურეთ.

ის უბედურება, რაც ახლა გვჭირს, ალბათ სახელმწიფოსთვისაც აღმოჩნდება მაგალითი და მიხვდებიან, რომ არ შეიძლება ქვეყანა ერთ კაცზე იყოს ჩამოკიდებული. უნდა გყავდეს ძლიერი ბიზნესმენები, რომ ხალხს დაეხმარონ, როცა საჭირო იქნება. ხომ ხედავთ, რა მაგრები აღმოჩნდნენ ჩვენი ექიმები და მათ ხელფასები, ნახეთ, რამდენი აქვთ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სარკე

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
😙😃😡მ   (01.06.2020)
ეხლა მაინც გააჩერე ენა შე ქალო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×