რეზონანსი
06.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ თუ რესტორანში მყოფ პირს საპირფარეშოში გასვლა მოუნდება, ამ შემთხვევაში მას პირბადის გაკეთება მოუწევს.

„ყველა მონატრებულია მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად სადღაც დაჯდომას.

თუ მოვხვდით სუფრაზე, რესტორანში 6 კაცზე მეტი არ შეიძლება. რესტორანში პირბადით ვერ დაჯდები, პირბადით ვერც დალევ და ვერც შეჭამ.

თუმცა, ტუალეტში რომ მოგინდება გასვლა და სანამ ტუალეტში მიხვალ-მოხვალ უნდა გეკეთოს პირბადე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისიდან დახური ტიპის რესტორნებზე და კაფე-ბარებზე შეზღუდვები მოიხსნება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
თიკო   (06.06.2020)
მართალია, დახურულ საზიარო სივრცეში ვირუსის გავრცელება და გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია და მაგიტომაა ეს რეკომენდაცია და ასეთ დეტალებსაც რომ ითვალისწინებს, სწორედ იმიტომაა ბატონი პაატა კიდევ უფრო მეტად დასაფასებელი, ნამდვილი პროფესიონალი.

გურული ვენდეტა!   (06.06.2020)
თუ არ გინდათ ეს რჩევა გაიზიაროდ ნუ გააკეთებთ, რატომ აყენებთ შეურაცყოფას! ტუალეტი ეს არის პატარა სივრცე სადაც ყველა შედის, ამიტომ ვირუსით დაბინძურების რისკ ფაქტორი ძალიან მაღალია!

ოოოო!   (06.06.2020)
საღი აზრი დაკარგა ამ კაცმა. სამწუხაროა ,პატივს ვცემდი.

მამუკა   (06.06.2020)
რას ბოდიალობს ეს კაცი? ოღონდ ხალხი დააშინონ და უკვე აღარ ფიქრობენ რას ლაპარაკობენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×