რეზონანსი
29.06.2020

ცერცვაძის თქმით, თუ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, საქართველო იქნება თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის.

„მთელ მსოფლიოში საშუალოდ იზრდება ყველგან შემთხვევათა რაოდენობა. ზოგიერთ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის ქვეყნებში იკლებს, მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში. უშუალოდ ჩვენ სამეზობლოში არ იკლებს, იზრდება კიდეც. სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ჩვენნაირი სურათია ვირუსის. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყნებში დღეს არის ცოტა შემთხვევა, იმდენი, რამდენიც საქართველოში, თორემ ჯამური შემთხვევები იქ გაცილებით მეტია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში აღინიშნება მატება და მათ შორის არის ევროპის ქვეყნები, მაგალითად უკრაინა, ინგლისი და სხვა.

რომელ კოლაფსზე უნდა ვილაპარკოთ, როცა დღეში სულ ორი-სამი შემთხვევაა. თუ ჩვენ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კოლაფსი კი არა, საქართველო იქნება ოაზისი, თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. დღეს უკვე არის საქართველო თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის და ყველას უკვირს, როგორ მოახერხა საქართველომ ის, რომ მთელ ევროპაში და განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთელმა ვერტიკალმა, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ პანდემიაზე, ძალიან კარგად იმუშავა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×