რეზონანსი
05.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ TV იმედის ეთერში ფეხბურთელის საქმეზე ისაუბრა.

ის პრობლემად თვლის მოწმეების - გიორგი შაქარაშვილის მეგობრების - რამდენჯერმე შეცვლილ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.

"მოწმეები და ბრალდებულები სიმართლეს რომ იძახდნენ, აქამდე გამოძიება ბოლოში იქნებოდა გაყვანილი. მთელი ამ გამოძიების პრობლემა არის ის, რომ ვერ ვიგებთ სიმართლეს მოწმეების და ბრალდებულების ჩვენებების გამო, ვინც არაფერს იძახის, შესაძლოა, თავის თავს აფარებს ხელს, შესაძლოა, ნაცნობს და მეგიბარს აფარებს ხელს" - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შედეგი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა, "პირველი ვერსია არის განზრახ მკვლელობა, შემდეგია სხვა ვერსიები".

"კომპლექსურად უნდა მოვიდეს ყველაფერი, მანდ ერთ კითხვაზე პასუხი რომ იყოს, ვთქვათ, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ არ არის, ეს რას სცემს პასუხს საერთოდ? თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. არაფრის გამორიცხვა ამით არ ხდება. ასე რომ, რა პასუხიც არ უნდა მოვიდეს დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, ძალაში რჩება ერთერთ სერიოზულ და ძირითად ვერსიად განზრახ მკვლელობა, ამაზე ორი აზრი არ არის. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, რომ განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსია არის ეგ, შემდეგია სხვა ვერსიები" - ამბობს ნიკოლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
SOS   (05.07.2020)
gamomdzzieblebi ras aketeben,unda gamoikenon kvela shesadzlebloba,aalaparakon kvelani,aranakleb echvs badebs Giorgistan ertad gaqceulebic,da misi megobrebic,tu ar idzlevian swor chvenebas,unda mkacrad daisajon kvelani,Giorgi mokles,ganzrax mkvlelobaa zustad,KVELANI CIXESHI!SASTIKI SASJELI MKVLELEBS!rogorc mat ar daindes udanashaulo bavshvi,ase ar daindot sasjelagsrulebam,prokuraturam arcerti matgani!

***   (05.07.2020)
რატომ არ იყენებენ სიცრუის დეტექტორს ამ მოწმეების დაკითხვისას?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×