რეზონანსი
10.07.2020

რუს­თავ­ში, მე-12 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ბი­ნა­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს, 42 წლის და­ვით ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ცე­ცხლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში, გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ნად­რე­ბის დრო­უ­ლი ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ოთხი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი.

სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა დას­ჭირ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, მათ შო­რის მე­ხან­ძრეს და პატ­რულს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხან­ძარს გა­და­ურჩნენ და­ვით ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლის დედა, და და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი. ცე­ცხლის ლიკ­ვი­და­ცი­ის პრო­ცესს ძლი­ე­რი ქარი და დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა არ­თუ­ლებ­და. მე­ხან­ძრებ­მა ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის აი­ვან­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხოდ გა­მოყ­ვა­ნაც შეძ­ლეს, თუმ­ცა ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს და­ვით ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირი იყო და ეტ­ლით სარ­გებ­ლობ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×